RSS : Articles / Comments





















ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები







მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოდგენილია იმავე სახით, როგორც დაიწერა - შესწორებების გარეშე!
,,,,,,,, , ,,,,,,,,, , , , ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, , , , , , ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, ,, , , ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
დაბადებიდან სიკვდილამდე






დაბადებიდან სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია, ზოგი ამბობს, დიდი გზა უნდა გაიარო, სიკვდილს, რომ ეწვიოო. ერთ ნაბიჯში ალბათ იმას გულისხმობენ, რომ ცხოვრება სწრაფად მიჰქრის, დიდ გზაში კი, იმას,რომ შენ ყველაფერი უნდა მოასწრო ყველაფერში კი ის იგულისხმება, რომ ჯერ ახალდაბადებული ხარ და მშობლებს ახარებ, შემდეგ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ადამიანად იქცევი და სანამ სიკვდილს ეწვევი კეთილი საქმეები უნდა აკეთო। უნდა იყო: ბეჯითი, შრომისმოყვარე, სამშობლო უნდა გიყვარდეს ემსახურებოდე და ამისთვის რაც მთავარია ჯანმრთელობაა საჭირო.იმ დროის განმავლობაში, რომელსაც ცოცხლობ და ცხოვრობ დედამიწაზე, ცუდი საქმეები გვერდზე უნდა გადადო. ისეთი როგორიცაა: ქურდობა, ხულიგნობა, ყაჩაღობა, ნარკომანია. იმ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლიათ ქვეყანაც დაუფასებს ამაგს და ღმერთიც დიდხანს აცოცხლებს.






IV-გ კლასის მოსწავლე სალომე ტაბატაძე






***********************************************************
პეპელა


-გამარჯობა! მე პეპელა ვარ! ახლა მხიარული ვარ, მაგრამ… მაგრამ რა მაქვს სამხიარულო? ყველა მემტერება, სულ დამდევენ და მიჭერენ. იცით რამდენჯერ გადავურჩი სიკვდილს? ალბათ იმიტომ დამდევენ და სურთ ჩემი დაჭერა, რომ ლამაზი, ჭრელი ფრთები მაქვს. მერე რა, რომ ლამაზი ვარ? ასეთი გავჩნდი!
დღეს მართლა მხიარული ვარ, მინდორში დავფარფატებ, ვთამაშობ. ხან ვარდზე დავჯდები, ხან გვირილაზე, ხან სხვა რომელიმე მინდვრის ყვავილზე.
გინდათ, აგიღწეროთ ჩემი თავი? ლურჯი ვარ, ცისფერი და მწვანე კოპლებით. მგონი იშვიათი ჯიშის ვარ. მე არც კი ვიცი რა ჯიშის პეპელა ვარ.
იცით, რამდენი მეგობარი პეპელა მყავს? – ბევრი!!!! ერთ-ერთი ძალზე ტრაბახაა. ყოველ დილით გამაჩერებს და მეუბნება:
-ეი! იცით, გუშინ ობობამ დამიჭირა, მე კი იცით რა ვუქენი? თავი გავითავისუფლე და მაგრადაც მივტყეპე!
-ვიცი, ვიცი, რამდენჯერ გაქვს ნაამბობი ეგ ამბავი _ ვეტყვი და მინდორში გავფრინდები.
მზე. ზაფხულის ცხელი მზე საღამოსკენ გადაიხარა, თუმცა, სანამ დაღამდება, ჯერ კიდევ დიდი დროა.
ბალახზე ჩამოვჯექი და ფიქრებში გავერთე.
,,მართლაც, რომ ყოჩაღი ვარ. რამდენჯერ დავაღწიე თავი უბედურებას? ხუთჯერ ნინო გამომეკიდა, შვიდჯერ ობობა. ერთხელ რუსუდანმა წაიკითხა ინფორმაცია პეპლებზე. მე გარეთ ვიჯექი და ვუსმენდი. მართალია რუსო! არ უნდა დაიჭიროს ადამიანებმა პეპლები, რას ვუშავებთ?”
ისევ გავფრინდი.
თეომ თავის ჩალის დიდ სახლში მიმიპატიჟა.(თეო ჩემი მეგობარი პეპელაა) მითხრა: მოდი, რამე დავლიოთ, ვჭამოთ და ვითამაშოთო. ჭამა არ მინდა, ნამცხვარი და ჩაი მომიტანე, თუ არ შეგაწუხებ-მეთქი.
მომიტანა. მივირთვი, მადლობა გადავუხადე და გავფრინდი. თან ისევ ვფიქრობდი: (როგორც ხედავთ ფიქრებს აყოლილი პეპელა ვარ) ,,სახლი მინდა. მართალია მაქვს დიდი ბინა, მაგრამ მინდა უკეთესი ვიყიდო ან ავაშენო.”
ვიფიქრე და... ,,არა, აშენება სჯობს.”
მეორე დღესვე შევუდექი შენებას. დავწენი რკინები და წამოვჭიმე სახლი, (რკინებში ჩვენ პეპლები წიწვებს ვგულისხმობთ, წიწვები ხომ რკინასავით მაგარია) ყვავილებით მოვრთე და ცოტა ხანში უკვე ლამაზი სახლი მქონდა. ახლა საჭიროა აქსესუარები ვიყიდო: ხალიჩები, სკამები, მაგიდა... უი, ხო, მაგიდა უკვე ვიშოვე, თეას აქვს სულ ერთი ყვავილის ფასად. ჰოდა მეც ვიპოვი ერთ ლამაზ ყვავილს და ვიყიდი მაგიდას.
ბარბივით ვიცხოვრებ!
ამდენი უბედურებისა და ცუდი ამბების გადატანის შემდეგ, არ ვიმსახურებ ბედნიერად ცხოვრებას? ბედნიერება, ჯანმრთელობა და სიხარული, ხომ ყველას უნდა და სჭირდება?!
IVგ კლასის მოსწავლე რუსუდან ჯანჯალაშვილი

''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
პეპელა
გამარჯობა!
მე პეპელა ნინა ვარ. მე ვარ მხიარული, ცისარტყელას მსგავსი ფერები მაქვს. მე მინდა ჩემი ამბები გიამბოთ.
ერთხელ ჩემს მეგობარ პეპელა მიას ვესტუმრე. ყავა დავლიეთ და ვისაუბრეთ. დავემშვიდობე, წამოვედი და ვფიქრობ: ნეტა თუ შევძლებ იმ ლამაზი ხალიჩის ყიდვას, მიამ, რომ მითხრა, სულ რაღაც 1700 ფოთოლი ღირსო? სად ვიშოვო ამდენი ფოთოლი?
ნუ იცინით!! თქვენ, რომ ყველაფერში ფულს, თუ რაღაც უბედურებას იხდით, იმ რაღაცის მაგივრად ჩვენ ფოთოლი გვაქვს.
მივფარფატებ ჩემს ფიქრებში გართული და რას ვხედავ: საზიზღარ ობობას ჩემსკენ აუღია გეზი და აბლაბუდაც გაუბამს, რომელშიც ჩემი წინდაუხედაობით გავები კიდეც.
შემჭამდა, თუ ღმერთმა იცის, რას მიპირებდა, რომ არა ერთი გოგო, რომელსაც რუსუდანი ერქვა. მან ობობას კეტი ჩასცხო თავში და გამათავისუფლა.
მინდა გითხრა, რუსო! საიდუმლოდ გეტყვი: მე ჯადოსნური პეპელა ვარ, ფერებს ვიცვლი... მე ის პეპელა ვარ, შენ რომ გადაარჩინე, მაშინ თეთრი ვიყავი, შავი კოპლებით...
ახლა ძალიან მეჩქარება, ხალიჩა ვიყიდე თუ არა და ჩემს დანარჩენ ისტორიებს მერე მოგიყვებით.
ნახვამდის!!!
IVგ კლასის მოსწავლე ნინო გონგლაძე

//////////////////////////////,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,////////////////





ჭიამაია

მე ვარ პატარა ჭიამაია! ყველას ვუყვარვარ. მე ექვსი ფეხი მაქვს, წითელი ფერის ვარ და შავი კოპლებიანი კაბა მაცვია. ჩემი ფრენით, სილამაზითა და სიცოცხლით ვახარებ და ვალამაზებ ტყეს, მინდორს და მთელ ქვეყანას.
მე პეპელაზე დიდხანს ვცოცხლობ. ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ამბობენ, რამდენი შავი რგოლიც აქვთ, იმდენი წლის არიანო. ნეტა მართალია?
ჩვენ ჭიამაიებს ხშირად გვიჭერენ და გვეკითხებიან: დარია თუ ავდარიაო...
ზოგჯერ დაგვიჭერენ და ნახვრეტებიან ყუთში გვსვამენ, მაგრამ იქ ძალიან გვიჭირს და დიდხანს ვერ ვცოცხლობთ, იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდ გარემოს ვართ მიჩვეულნი.
მე ძალიან მომწონს ჩემი თავი. ისე, ყველას მოსწონს თავისი თავი.

IVდ კლასის მოსწავლე ანასტასია ჩიხლაძე






....................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,..........................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,







ობობა
მე ვარ ობობა. ვცხოვრობ ტყეში და ქსელებს ვაბამ იმათთვის, ვინც მებრძვის და ჩემი მტერია. კიდევ ქსელებში ჩემს საკვებსაც ვინახავ.
ადამიანები მკლავენ. ალბათ იმიტომ, რომ ლამაზ მწერებს ვჭამ. თუ ადამიანების სახლში მოვხვდი, კედლებზე დავდივარ და ხანდახან ჭერზე პატარა ქსელებს ვქსოვ, შემდეგ კვერცხებსაც ვდებ და შვილებს ვჩეკავ. რასაც ქსელში შევიტყუებ ყველაფერს მივირთმევ.
ყველაზე დიდ ქსელს მაღალ ხეზე ვაკეთებ.
მე მინდა არამავნე და ლამაზი მწერები არ შევჭამო, მაგრამ... ასეთი მწერი გავჩნდი...
IVგ კლასის მოსწავლე სანდრო ნონიკაშვილი






- - - - - - - -- - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - --







ობობა







მე საზიზღარი და ბოროტი ობობა ვარ. არავის არ ვუყვარვარ. ამიტომ მეც ყველა მძულს, ყველას ვკლავ და სისხლს ვწოვ. მე ქსელის გაბმაც შემიძლია, ვაბამ ხეებზე, ვიჭერ სხვა მწერებს და ამით ვიკვებები. როცა მშია, ჩემი მეგობრების შეჭმაც კი შემიძლია.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ სულ მძინავს, მაგრამ ეს ასე არ არის. არც ქსელზე მძინავს და არც კედელზე. ხის პატარა ფუღუროში ან მიწაში ვიკეთებ ჩემი ქსელისგან საწოლს, იმაში ვწვები და ვიძინებ. ასე, რომ მეც ადამიანივით ვარ. იგივეს ვაკეთებ რასაც ადამიანი, ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც ადამიანი. მასაც ხომ აქვს საწოლი და ხომ იძინებს?
მინდა ადამიანი ვიყო!... დავივიწყებდი ბოროტებას. ბედნიერად და მშვიდად ვიცხოვრებდი.
რა ტკბილი ოცნებაა?!
სინამდვილე კი სხვაგვარია. რა ვქნა, ასეა.
...მაგრამ, მაინც მჯერა, რომ როცა მოვკვდები, ჩემი სული, რომელიმე კეთილ ადამიანში გადასახლდება.






IVგ კლასის მოსწავლე ირაკლი თოდუა
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::












მერხი
"მე ერთი ხე ვარ ტყეში. ძალიან მინდა ახლა ბავშვებთან ერთად სკოლაში ვიყო.
ნეტავ ეს სურვილი ამისრულდება?
ვაიმე! რა ხდება?
რას მიშვრებიან? მჭრიან... გული!!!!....
გავიღვიძე!
ეს რა არის? რა ლამაზი კაბა მაცვია? ეს 2×7 რას ნიშნავს?
უი, ეს ხომ მათემატიკაა.. ეს სიტყვა იცით საიდან ვიცი? მე ხეების სკოლაში დავდიოდი!?..”
(გავიდა რამდენიმე დღე. იგივე მერხი)
,,მომბეზრდა ასეთი სიცოცხლე, დავიღალე, სულ ნახატები, ნახატები. აი, რა საცოდავი ვარ!! აქეთ-იქეთ მაგდებენ. რა დავაშავე ღმერთო? აღარ მინდა აქ ყოფნა..
ტყეში მინდააა!!!
ახლა სახელოსნოში მივყავარ ხელოსანს, უნდა შემღებონ. პირზე საღებავსაც გადამასხამენ და ერთი-ორი დღე ვეღარც ვილაპარაკებ!!!”

IV-გ კლასის მოსწავლე ნინო გონგლაძე

= == = = = = = = == = = = = = = = = = = == = = = = = = = = == = = = = = =
მერხი
საცოდავი ძველი მერხი ვარ।ერთ ძველ სკოლაში ვცხოვრობ। აქ არავინ დარდობს ჩემზე। ყველა მთხვრის, მიბრახუნებენ, აქეთ-იქეთ დამათრევენ.
ნეტავ, რამე დავაშავეთ მე და ჩემმა წინაპრებმა ასე, რომ გვექცევიან ადამიანები?
ნეტავი რას ფიქრობენ ბავშვები, როცა მჯღაბნიან? იმის მაგივრად, რომ მასწავლებელს უსმინონ, კალმით მხატავენ..
მე ორი სურვილი მაქვს:
პირველი ისაა, რომ კალმით ნახატები მომაშალონ და ღია ფერის საღებავი გადამისვან. მეორე სურვილია, რომ ისეთ სკოლაში გადავიდე საცხოვრებლად, სადაც არავინ დამთხვრის და გამაფუჭებს.
იმედია, ეს ორი სურვილი როდესმე შემისრულდება!
IV-გ კლასის მოსწავლე გიორგი თხელიძე

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,, , , , , , , , , , , , , , , ,

მერხი
ალბათ, ყველა ბავშვს თავისებურად უყვარს თავისი მერხი. არც მე ვარ გამონაკლისი. მეც ჩემებურად მიყვარს ჩემი მერხი.
სკოლაში. რომ მივდივარ, უკვე გზაში ვნერვიულობ, ვინმე ონავარმა ჩემი მერხი არ დაიკავოს და, თუ მაინც მოხდა ასე, მაშინ დალი მასწავლებელს ვეხვეწები, რომ ისევ ჩემს მერხზე დამსვას, რადგან, მაშინ უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.
მე და ჩემი მერხი ერთმანეთის კარგი მეგობრები ვართ. ასე მგონია, რომ ჩემი ყველაფერი ესმის და ყველაფერს გრძნობს. გრძნობს, როდის ვიცი გაკვეთილი ძალიან კარგად და როდის არ ვიცი, როდის არ მინდა, რომ მასწავლებელმა გამომიძახოს და როდის მინდა.. ერთი სიტყვით, ჩემი უსიტყვოდ ესმის. თუმცა ლაპარაკი არ იცის, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობას ხელს არ უშლის.

IV-გ კლასის მოსწავლე მარიამ ჭანკვეტაძე
........... .................. ......................... ....................... ...........................
მერხი
მერხი ვარ! მაგრამ რატომ მაკეთებენ ადამიანები ვერ გავიგე. მაინც სულ მჯღაბნიან და მსვრიან. არც არავინ ფიქრობს იმაზე, ცოცხალი ვარ თუ არა. ისე სკოლაში მასწავლებელი ასე ასწავლის, თითქოსდა უსულო ვიყო. ასე ალბათ იმიტომ თვლიან, რომ მე მხოლოდ ფიქრი შემიძლია და არ ვლაპარაკობ. ახლა ვარ 63-ე საჯარო სკოლის ბოლო სართულზე, სადაც დილით სულ მაბრაზებენ, მჯღაბნიან.. ჩემს ტანზე სულ მაგალითებს წერენ. ასეთი განტოლებაც კი მაწერია X×5-5=20 გამახსენდა VIკლასია. მათთან სულ პრობლემები მაქვს... შემდეგ IVკლასი მოდის და არც იმათგან მაკლია ჯღაბნა და დასვენებებზე გვერდებში ბრახუნი. თან სულ ხმაურობენ. ერთი წუთით ვერ ისვენებენ.
IV-გ კლასის მოსწავლე გიორგი ბარნაბიშვილი

;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
მერხი
გამარჯობა! მე მერხი ვარ. როგორ ხართ? მე ძალიან კარგად ვარ და იცით რატომ? ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. ბავშვებმაც იციან, რომ მიყვარს ისინი და არ მჯღაბნიან, არც მანგრევენ. არც მაფუჭებენ.. მიხარია, რომ ვეხმარები მათ, ვიჭერ მათ წიგნებს და რვეულებს. და იცით ეს რა კარგია? ესე იგი რაღაცას წარმოადგენ, სიკეთე მოგაქვს. ხან ვისი მერხი ვარ, ხან ვისი.. ჩემი მეგობრები სულ წუწუნებენ, ამბობენ _ რა ცუდი ბავშვები არიან ამ კლასში, სულ გვჯღაბნიან და გვანჯღრევენ, წიგნებს და რვეულებს თავზე გვადებენ და გვცემენ. დავიღალეთ. აღარ გვინდა მერხობა, ადამიანები გვინდა ვიყოთო.
მე ბედნიერი ვარ, რომ მერხი ვარ.
ერთხელ დამესიზმრა, ადამიანი ვიყავი. არ მომეწონა. არა, მომეწონა, მაგრამ მერხობა მირჩევნია. თან მე სულ სკოლაში ვარ და ბავშვებს სწავლაში ვეხმარები. მაინც, რა კარგია, რომ მერხად გავჩნდი?!
გუშინ იცით, რა შემემთხვა? ჩემმა მარიამმა ხელი დამკრა. მგონი გაბრაზებული იყო. მეტკინა და თანაც მეწყინა, მაგრამ არ ვიყვირე, არაფერი ვთქვი. თუმცა მერე გამახსენდა, მე ხომ ლაპარაკი მაინც არ შემიძლია!
ეს მე ვარ, რუსო! ეს ყველაფერი ჩემი წარმოდგენებია მერხის შესახებ.
ეჰ! ნეტავ ასე იყოს ყველაფერი, როგორც დავწერე.!
ნეტავ, ყველგან, ყველა სკოლაში, ყველა კლასი მუდამ დალაგებული იყოს და არც მერხები იყოს დაჯღაბნილი და დანჯღრეული.
IVგ კლასის მოსწავლე რუსუდან ჯანჯალაშვილი

დალი კალანდაძე

მოსწავლეთა ნამუშევრებ (ჩანახატები, ესეები, ლექსები)

რა მოხდა ახალწლის ღამეს
SmileyCentral.com



მთელი წელი ველოდებოდი ახალი წლის ჯადოსნური ღამის დადგომას. ვცდილობდი კარგად მესწავლა და გამეხარებია ჩემი მშობლები.ჩუმად წერილიც კი მივწერე თოვლის ბაბუას შორეულ და ცივ ლაპლანდიაში. მსურდა სურვილები ამსრულებოდა.აი, დადგა საოცნებო ღამე, სავსე სიხარულითა და ბედნიერებით. უხაროდათ დიდებს, უხაროდათ პატარებს. ვმღეროდით და ვცეკვავდით.
გულში თოვლის ბაბუაზე ვფიქრობდი, ნეტავ ხომ არ დავავიწყდი–მეთქი. მას ხომ იმდენი საზრუნავი აქვს, იმდენ ბავშვს უნდა ესტუმროს და გაახაროს, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავდი. მხიარულობით დაღლილი ნაძვის ხის გვერდით, სავარძელზე ცამოვჯექი. ცოტა ხნით ყველაფერი ჩაწყნარდა. ...და უცებ კარებში თოვლის ბაბუამაც შემოაბიჯა. საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ დაგვიწყო. გაოცებული შევყურებდი და მიხაროდა. თოვლის ბაბუამ თავისი თბილი ხელი თავზე გადამისვა და გაუჩინარდა.
თვალები რომ გავახილე, უკვე კარგა ხნის გათენებული იყო. ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები ეწყო, ბუხარი გიზგიზებდა და გარეთ თოვდა.

მესამე კლასის მოსწავლე: ნინი ქობულაშვილი


,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,...........................................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,


რა ვუთხარი თოვლის ბაბუას

SmileyCentral.com



ძალიან მიყვარს ახალი წლის დადგომა და მასთან ერთად თოვლის ბაბუის მობრძანება.
თოვლის ბაბუას მე მივწერე ასეთი წერილი: თოვლის ბაბუ! ნუ იღელვებ იმაზე, რომ საჩუქარი ვერ მომიტანე, იმიტომ რომ შენ კიდევ სხვა ბავშვებთან მიიჩქაროდი და სიჩქარეში ჩემი საჩუქარი სადღაც დაგივარდა და დაგეკარგა. საერთოდ რომ არ მენახვები ამაზე ძალიან განაწყენებული ვარ შენზე. მაგრამ მიუხედავად ამისა გთხოვ, მოიტანო მშვიდობა, დღეგრძელობა და ბევრი საჩუქარი პატარებისთვის.


მესამე კლასის მოსწავლე ნინო გონგლაძე


.....................................................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,..........................


რა მითხრა თოვლის პაპამ! SmileyCentral.com





ამ ახალ წელს თოვლის პაპა ჩემთან არ მოვიდა. ამით მგონი მან მითხრა ის, რომ შენ წელს ცუდად იქცეოდიო. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ჩემს ბიძაშვილებთან წავედი, თოვლის პაპის საჩუქარი იქ დამხვდა. ალბათ მისამართი შეეშალა.
მეორე დღეს კარზე კაკუნი გაისმა. კარი გავაღე და თოვლის პაპა დავინახე. მან მითხრა: მართალია წელს შენ კარგად მოიქეცი, მაგრამ ერთი რამ არ მომეწონაო. მე ვერ მივხვდი რა არ მოეწონა და მეკითხა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი, ის უცებ გაქრა. შემდეგ ირმის ყვირილი მომესმა. ზევით ავიხედე, ახლა იქიდან ისმოდა ხმა:–ბრახ, ბრახ, ბრახ.
ვჭყიტე თვალი და... თურმე ეს ყველაფერი სიზმაი ყოფილა, მაგრამ მგონია, თოვლის პაპის დასიზმრება მართლაც რაღაცას ნიშნავს.

მესამე კლასის მოსწავლე რუსუდან ჯანჯალაშვილი


,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

SmileyCentral.com



წვიმის წვეთი წკაპუნა


ერთხელ ერთ ქვეყანაში მოვიდა წვიმა. მხიარული წვეთები წკაპა–წკუპით ეცემოდა ქვაფენილს. ფეხით მოსიარულეებმა ფეხს აუჩქარეს. ქოლგიანებიც გამოჩნდნენ. ერთ პატარა წვიმის წვეთს თამაში უნდოდა, ადამიანებს ეძახდა, მაგრამ ყველამ გაბრაზებით ჩაუარა გვერდი. უცებ ფანჯარა გაიღო და ხუთი წლის გოგონამ გამოყო თავი. გახარებულმა წვიმის წვეთმა იფიქრა ამას მაინც გავეთამაშებიო, მაგრამ გოგონამაც გაბრაზებით ჩაიბურტყუნა: ო, ეს ცუდი წვიმა. ნეტა როდის გადაიღებსო.
გულნატკენი წვიმის წვეთი ისევ ცაში დაბრუნდა, დედამიწას ყურადღებით გადმოხედა და თქვა: მოდი საქართველოში წავალ და იქ ვიწვიმებო. ჩამოფრინდა საქართველოში და წამოვიდა წვიმა წკაპუნა. წვიმის წვეთს ყველა ბავშვი მხიარულად ეთამაებიდა.

მესამე კლასის მოსწავლე რუსუდან ჯანჯალაშვილი ........................................
............................................................




გაშიშვლებული ხის ფიქრები SmileyCentral.com


გვცივა, გვცივა. ჩვენი ლამაზი წითელ-ყვითელი ფოთლის სამოსი ქარმა წაიღო. ვიდრე გაზაფხული მოვა და ახალ მწვანე კაბას ჩაგვაცმევს, თოვლის თეთრი ფიფქების ფაფუკი ქურქით უნდა შევიმოსოთ.

მესამე კლასის მოსწავ ლე სალომე ტაბატაძე SmileyCentral.com

...................................................................................... .........................................................


SmileyCentral.comSmileyCentral.com




ფოთლების სიმღერ

ცეკვავენ, ტრიალებენ, ფრიალე
ბენ და ნარნაირი რხევით ყველგან ეფინებიან. სტუმრები არიან ყველანი მთის მწვერვალების, უღრანი ტყეების, სოფლებისა და ქალაქების. თუმცა უსიტყვოდ მიჰქრიან ფარფატა ფოთლები, მათი შრიალი მაინც საუბარს ჰგავს, სიმღერას ჰგავს და ხეები ძალიან ამაყობენ, თავიანთი ფოთლების ხმა რომ ესმით: შრრ, შრრ, შრრრ...

SmileyCentral.com
SmileyCentral.com
მესამე კლასის მოსწავლე მარიამ სიმონიშვილი



.........................................................................................................................

SmileyCentral.com

ნერგი

გიამ ხის პატარა ნერგს შემოხვია ხელები. ნერგი მაშინვე გადაიზნიქა და კინაღამ ბიჭუნას

თან ერთად მიწაზე დაენარცხა. გიამ იმარჯვა და დროზ ე შეუშვა ხელები.
- კინაღამ შუაზე გადამტეხე!- ძლივს თქვა შეშინებულმა ნერგმა და როგორც იქნა მოახერხა ერთ ადგილზე გაჩერება,
გიამ ამპარტავნად თქვა:
-მე შენზე ღონიერი ვყოფილვარ! - და ნერგის წინ ცხვირაწეულმა გაიარა.

ნერგს ეწყინა.
- მოიცა ჯერ გავიზარდო, სულ პატარა კი არ ვიქნები. მაშინაც მომერევი?
- მეც კი გავიზრდები.- უპასუხა გიამ.
-ჩემოდენა მაინც ვერ იქნები - თქვა ნერგმა - მაშინ მოდი და დამეჭიდე რ
ამდენიც გინდა.
გია გაჩუმდა.

მის წინ დიდი და ღონიერი ხეები იდგა. მაგარი, დაკუნთული ტოტები ვაჟკაცურად გაეშალათ. ტოტებზე ფოთლები ამოსვლოდათ დ მზეს, ნიავსა და ჩიტებს ეთამაშებოდნენ.
-მოდი მხრებზე შეგისვამთ და რაღაცეებს გიამბობთ! - დაუძახეს გიას ხეებმა.
ბიჭს გაეცინა, ნერგს გადახედა და უთხრა:
- შენც ამათნაირი იქნები ალბათ. რომ გაიზრდები, ღონიერი ხე დადგები!

- შენც კარგი კაცი დადგები. - ჩაიჩურჩულა ნერგმა და ცას ახედა.

მესამე კლასის მოსწავლე თამთა ბლიაძე SmileyCentral.com

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

SmileyCentral.com
ხე



შემოდგომა იყო. ხეებმა მოისხეს ვაშები. ბავშვები ჟრიამულით დაესხნენ თავს ვაშლის ხეს, მოწყვიტეს ვაშლები და დაატეხეს ხეს ტოტები. მოვიდა ზამთარი. ტოტებდატეხილ ხეს ფოთლები დასცვივდა და შესცივდა. მას ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა გაზაფხული, რომ ახალი ტოტები გაეზარდა და გაეხარებინა.

მესამე კლასის მოსწავლე გიორგი ასლამაზაშვილი


..................................................................................................................

ხის დარდს ვერავინ ამჩნევს



ზამთარია. ხეებს სცივათ. შიშვლები არიან. ტოტებზე თოვლი ადევთ. თავისი ფოთლები ძირს დასცვივდათ და ხის ტოტებს აღარაფერი შერჩათ. ხეები ამბობენ, გვიშველეთ გვცივაო, მაგრამ არავის არ ესმის მათი.
საწყალმა ხეებმა არ იციან რა ჰქნან. ქარი უბერავს მათ სცივათ, მაგრამ ვინ უშველის?
ისინიც ითმენენ. გაზაფხული ხომ მალე მოვა.
ერთ მოხუც ხეს ძალიან გაუჭირდა. თანაც ბავშვებმა მის ტანზე სახელებიც ამოწერეს. მას ძალიან ტკიოდა, მაგრამ რას იზამდა. ხე ითმენდა და იტანდა. დაიღალა ხე და წაიქცა. საწყალი ხე ტიროდა, მაგრამ ამასაც ვერავინ ვერ ამჩნევდა.



მესამე კლასის მოსწავლე თამთა კილანავა

.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,

ვაშლის ხის ტოტების ფიქრები SmileyCentral.com

აჰა, მოვიდა ზაფხული და ტოტები ვაშლებით დამეხუნძლა. მოვლენ ადამიანები და ჩემი ტკბილი ჩაიტკბარუნებენ პირს, მაგრამ სანამ უფრო დატკბება ვაშლები მე სიმძიმისაგან ძალიან მეტკინება ტოტები. აი, ჩიტებიც მოფრინდნენ ჩემთან და დამიწყეს ნჯღრევა, ვისაც როგორ შეეძლო. მერე ჩემს ნაყოფთან მოფრინდნენ და დაუწყეს კორტნა. ტყაპ-ტყუპ, ტყაპ-ტყუპ, ცვიოდა ვაშლები. ნელ-ნელა გავთავისუფლდი და სიხარულით სიმღერა დავიწყე.მერე მოვიდნენ ადამიანები, მოწყვიტეს ჩემი ნაყოფი და დამლოცეს.
ძალიან მიხარია, რომ ყველას ვუყვარვარ. ჩემი მეგობარი ადამია


ნები შემპირდნენ, შენნაირ ბევრ ხეს დავრგავთო. ძალიან გამიხარდა, რომ მეყოლება მეგობარი ხეები.
მალე ზამთარი მოვა. ფოთლები დამცვივდება, შემცივდება და გამიჭირდება, მაგრამ ხომ მყავს მეგობრები? მეგობრები ხომ გასაჭირში არასდროს მიგატოვებენ!


SmileyCentral.com




მესამე კლასის მოსწავლე რუსუდან ჯანჯალაშვილი

./././/././././././././././././../././././././././././././././././././././././././././././.

გაშიშვლებული ხის ჩივილი






გამარჯობათ!



მე ვარ გაშიშვლებული ხე.
ამ უბედურმა ქარმა სულ გამატიტვლა. ტყის განაპირას ვდგავარ, გარშემო მივლის და სათითაოდ მიაფრიალებს ჩემს გაყვითლებულ და შემჭკნარ ფოთლებს.
ახლა კი ვნანობ, რომ ტყის შუაგულში არ დავიდე ბინა. იქნებ იქ მაინც ასე ადვილად არ მომრეოდა ქარი.

მესამე კლასის მოსწავლე ნინო გონგლაძე






.,.,,..,.,.,..,.,...,.,.,.,..,.,.,.,.,.,.,,.,.,.,.,.,..,.,.,.,.,,.,.,.,.,.,.,.,,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,

SmileyCentral.com SmileyCentral.com

ეკოლოგია
Flowers

ადრეული გაზაფხული იდგა. ტყაპა-ტყუპის ხმამ ხეები ღრმა ძილიდან გამოაფხიზლა. რა ხდებაო, მიხედ-მოიხედეს და დაინახეს ადამიანები, რომლებიც ჭრიდნენ ხეებს.
-რაღაც უნდა ვიღონოთ- ატეხეს განგაში ხეებმა- უნდა გადავარჩინოთ ერთმანეთი.
მათ აჰყვათ ჩიტები. ცამ შეისმინა მათი უსიტყვო მუდარა და დაიწყო ღრუბლების მოგროვება. ცა მოიქუფრა. ატყდა ქარიშხალი, დაიწყო თოვა. ადამიანები იძულებულები იყვნენ სამუშაოები შეეჩერებინათ და ტყიდან წასულიყვნენ. ამით დროებით შეაჩერა ისინი ბუნებამ, მაგრამ ეს ხომ ყველას ვალია: გადავარჩინოთ ბუნება, დავრგათ ხეები და ვიცხოვროთ ჯანსაღ და ამწვანებულ დედამიწაზე.

მესამე კლასის მოსწავლე ნინო ქობულაშვილი


.,.,.,..,.,..,..,.,..,..,.,..,.,.,..,..,.,.,..,.,.,.,.,..,..,.,.,.,..,.,.,..,.,.,.,..,.,.,.,..,.,.,.,.,.,.,..,.,....,.


კოდალა და ხე


ერთ ხეს მატლები შეესია. ხე დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მისი არავის ესმოდა. უცებ კოდალა გამოჩნდა და ხესთან მიფრინდა.
-ხეო, რა გჭირს?-შეეკითხა ხეს.
-თუ შეგიძლია მიშველე. გთხოვ, ეს მატლები მომაშორე- სთხოვა ხემ.
- ახლავე მოგაშორებ.- უთხრა კოდალამ და ხეზე კაკუნი დაიწყო.
როცა კოდალა თავის საქმეს მორჩა, ხემ ჰკითხა:
-რითი გადაგიხადო შენი სიკეთე?
-შენ, რომ მატლებს გამოგაცლი და პირს ჩავიტკბარუნებ, ის ჩემთვის სიამოვნებაა. შენც ამოისუნქებ, ფოთლებს გაშლი, ბუნებას სიმწვანეს შემატებ, თითოეული გადარჩენილი ხე კი სუფთა ჰაერს და ჯანმრთელობას შემატებს დედამიწას. სამაგიეროც ეს იქნება- უპასუხა კოდალამ და სხვა ხისკენ გადაინაცვლა.
აი, ასე გადაარჩინა კოდალამ ხე.

მესამე კლასის მოსწავლე ნინო ქობულაშვილი


-.-.-.-.-.-.-.--.-.-..--.-.-.-.-.--.-.--.-.-.---.-.-.-.-.--.--.--.-.-.--.-.-.-.-.-.-.-
მადლიერი ხე

ერთი მსხლის ხეზე მამამ შვილს საქანელა გაუკეთა. საქანელას ყოველი გაქანებისას ხეს გული ეკუმშებოდა, ეშინოდა, ტკიოდა. ერთ დღესაც ტოტი, რომელზეც საქანელა იყო და ბავშვი მხიარულად ქანაობდა, მოტყდა. შეწუხდა ხე. მის გამო, ხომ ბავშვი დაშავდა.
ბავშვის მამაც გაბრაზდა და ხეს მოჭრა დაუპირა.
-გთხოვ, არ მოჭრა, ჩემი ბრალია- სთხოვა ბავშვმა მამას.
ხეს ძალიან გაუხარდა პატარას გამოსარჩლება. გახარებულს, ბევრი ყვავილიც გამოუვიდა, ბევრი ტკბილი მსხლებიც მოისხა და მისი ნაყოფით ბავშვი გემრიელად იტკბარუნებდა პირს.


გაგი ლაცაბიძე

ნახატი: სალომე ტაბატაძისა
(3-გ კლასი. 2009წ)
.,.,.,.,..,.,..,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,,.,,.,.,.,.,.,,.,..,.,.,.,.,.,.,.,.,,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,,..,.,.,.,
მუხა
მე ვარ მუხა. ჩემი ტოტები ძალიან მაგარია და უძლებს არაერთ ყინვას ზამთარში, ძლიერ ქარიშხალს, სეტყვას და დროსაც. ზამთარში ფოთლები მცვივა. ჩემი რკო კარგი საჭმელია ცხოველებისთვის. ძლიერია ჩემი ფესვებიც, რომელიც მიწაში ძალიან მაგრადაა გაწოლილი. დიდი ხანი ვცოცხლობ. მოხუციც კი ძლიერი ვარ. ხანდახან ფუღუროებიც მაქვს, რომელშიც ბუები ცხოვრობენ.
ქართველები საქართველოსაც მადარებენ ჩემი სიძლიერის გამო და ალბათ იმიტომ, რომ ბევრ გასაჭირს ვუძლებ.


მესამე კლასის მოსწავლე კოტიკო ჩხაიძე

.,.,.,..,.,.,..,.,.,.,.,.,.,.
.,.,.,.,.,.,..,.,.,.,.,.,.,.,..,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,..,.,.,.,.,,..,.,.
წვიმის წვეთი წკაპუნა


SmileyCentral.comSmileyCentral.com
პატარა წვიმის წვეთმა უცებ გაიღვიძა და გადახედა ქალაქს. იგი ნატრობდა ქვევით ჩასვლას. შემდეგ ქარმა დაუბერა და ღრუბელი გამოაქანა. გახარებულმა თამაში დაიწყო და ხტუნვა-ხტუნვით ქვევით დაშვება გადაწყვიტა. მან მორწყო ყვავილები, ხეები. ამ საქმეს რომ აკეთებდა ძალიან უხაროდა და ხტუნვა-ხტუნვით გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ყვავილები მადლობის ნიშნად თავს უხრიდნენ წვიმის წვეთს.

მესამე კლასის მოსწავლე ირაკლი თოდუა



=-=-=-=-=-=-=-==-=-=-==-=-=-=-=-==-=-=-=-=-=-=-==-=-=
გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია.

მოვიდა გაზაფხული.
ბუჩქის ძირას გაიღვიძა ძალიან ნაზმა და ლამაზმა პაწაწინა იამ. როცა ბავშვები გამოვიდოდნენ გარეთ სათამაშოდ, თავს ევლებოდნენ იას. ისიც თავს იწონებდა ყველასთან.
იასთან ყოველდღე თამაშობდნენ საოცრად ლამაზი პეპლები და მზის სხივი. იას მზის სხივი ათბობდა, პეპლები კი ყოველთვის მხიარულად დასტრიალებდნენ თავს. ია ძალიან ბედნიერი იყო და მოსაწყენად არ ეცალა.

მესამე კლასის მოსწავლე ირაკლი თოდუა



.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,,.,.,.,.,.,,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,,.




მითხარი რამე

საღამოობით გავიხედავ ფანჯარაში და ვუყურებ ახალ მთვარეს, ვარსკვლავებს. მთვარეს რომ შევხედავ, მგონია ისიც მიყურებს. ვეხვეწები: მითხარი, მითხარი რამე! თითქოს მებუტება და არ მელაპარაკება. ყოველ საღამოს ასეა. ვუყურებ და ვთხოვ, რომ რამე მითხრას; როგორ გაჩნდა, რამდენი წლისაა, უყვარს თუ არა ადამიანები.
ერთხელ ვარსკვლავებსაც დავაკვირდი და მათაც ვთხოვე, დამელაპარაკეთ და მითხარით ყველაფერი, თქვენს შესახებ და მთვარის შესახებაც-მეთქი. პატარა იისფერმა ვარსკვლავმა ეშმაკურად ჩაიცინა და მხიარულად აუციმციმდა თვალები. მან მთვარის შესახებ ყველაფერი მიამბო და იმდენი რამე მითხრა, რომ ერთი დიდი წიგნი შევადგინე.
ღამით როცა მეძინა, გავიგონე, სიზმარში მთვარეც მელაპარაკებოდა. ახლა ის მთხოვდა მეთქვა მისთვის, როგორ ცხოვრობენ ადამიანები. მან მადლობა გადამიხადა იმისათვის, რომ მასზე, წიგნი შევადგინე.
ერთ დილას ეზოში ვსეირნობდი. ისევ მომინდა მეთქვა ვინმესთვის მითხარი რამე, მაგრამ ვერცერთი სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე. დაღონებულმა დავიწყე ქუჩაში სეირნობა და პოლიციის შენობა დავინახე. ისეთი ლამაზი შენობა იყო, რომ შესვლა მომინდა. პოლიციის განყოფილებაში ერთი კაცი დამხვდა, რომელმაც მკითხა: რას დაეძებ? სიტყვები-მითხარი რამე ხომ არ დაკარგე? მე თავი დავუქნიე. მან გამოიღო კარადიდან სიტყვები-მითხარი რამე და ახლა კი შევძელი ამ სიტყვების წარმოთქმა. გახარებული ისევ ყოველ საღამოს ველაპარაკებოდი ვარსკვლავებს და არ ვასვენებდი: მითხარით, მითხარით რამე!



მესამე კლასის მოსწავლე რუსუდან ჯანჯალაშვილი



,-,-,--,-,-,--,-,--,-,--,-,-,--,-,-,-,--,-,-,-,-,-,--,--,--,--,-,-,-,--,-



Love Your Pet Day