RSS : Articles / Comments





















ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები







მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოდგენილია იმავე სახით, როგორც დაიწერა - შესწორებების გარეშე!
,,,,,,,, , ,,,,,,,,, , , , ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, , , , , , ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, ,, , , ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
დაბადებიდან სიკვდილამდე






დაბადებიდან სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია, ზოგი ამბობს, დიდი გზა უნდა გაიარო, სიკვდილს, რომ ეწვიოო. ერთ ნაბიჯში ალბათ იმას გულისხმობენ, რომ ცხოვრება სწრაფად მიჰქრის, დიდ გზაში კი, იმას,რომ შენ ყველაფერი უნდა მოასწრო ყველაფერში კი ის იგულისხმება, რომ ჯერ ახალდაბადებული ხარ და მშობლებს ახარებ, შემდეგ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ადამიანად იქცევი და სანამ სიკვდილს ეწვევი კეთილი საქმეები უნდა აკეთო। უნდა იყო: ბეჯითი, შრომისმოყვარე, სამშობლო უნდა გიყვარდეს ემსახურებოდე და ამისთვის რაც მთავარია ჯანმრთელობაა საჭირო.იმ დროის განმავლობაში, რომელსაც ცოცხლობ და ცხოვრობ დედამიწაზე, ცუდი საქმეები გვერდზე უნდა გადადო. ისეთი როგორიცაა: ქურდობა, ხულიგნობა, ყაჩაღობა, ნარკომანია. იმ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლიათ ქვეყანაც დაუფასებს ამაგს და ღმერთიც დიდხანს აცოცხლებს.






IV-გ კლასის მოსწავლე სალომე ტაბატაძე






***********************************************************
პეპელა


-გამარჯობა! მე პეპელა ვარ! ახლა მხიარული ვარ, მაგრამ… მაგრამ რა მაქვს სამხიარულო? ყველა მემტერება, სულ დამდევენ და მიჭერენ. იცით რამდენჯერ გადავურჩი სიკვდილს? ალბათ იმიტომ დამდევენ და სურთ ჩემი დაჭერა, რომ ლამაზი, ჭრელი ფრთები მაქვს. მერე რა, რომ ლამაზი ვარ? ასეთი გავჩნდი!
დღეს მართლა მხიარული ვარ, მინდორში დავფარფატებ, ვთამაშობ. ხან ვარდზე დავჯდები, ხან გვირილაზე, ხან სხვა რომელიმე მინდვრის ყვავილზე.
გინდათ, აგიღწეროთ ჩემი თავი? ლურჯი ვარ, ცისფერი და მწვანე კოპლებით. მგონი იშვიათი ჯიშის ვარ. მე არც კი ვიცი რა ჯიშის პეპელა ვარ.
იცით, რამდენი მეგობარი პეპელა მყავს? – ბევრი!!!! ერთ-ერთი ძალზე ტრაბახაა. ყოველ დილით გამაჩერებს და მეუბნება:
-ეი! იცით, გუშინ ობობამ დამიჭირა, მე კი იცით რა ვუქენი? თავი გავითავისუფლე და მაგრადაც მივტყეპე!
-ვიცი, ვიცი, რამდენჯერ გაქვს ნაამბობი ეგ ამბავი _ ვეტყვი და მინდორში გავფრინდები.
მზე. ზაფხულის ცხელი მზე საღამოსკენ გადაიხარა, თუმცა, სანამ დაღამდება, ჯერ კიდევ დიდი დროა.
ბალახზე ჩამოვჯექი და ფიქრებში გავერთე.
,,მართლაც, რომ ყოჩაღი ვარ. რამდენჯერ დავაღწიე თავი უბედურებას? ხუთჯერ ნინო გამომეკიდა, შვიდჯერ ობობა. ერთხელ რუსუდანმა წაიკითხა ინფორმაცია პეპლებზე. მე გარეთ ვიჯექი და ვუსმენდი. მართალია რუსო! არ უნდა დაიჭიროს ადამიანებმა პეპლები, რას ვუშავებთ?”
ისევ გავფრინდი.
თეომ თავის ჩალის დიდ სახლში მიმიპატიჟა.(თეო ჩემი მეგობარი პეპელაა) მითხრა: მოდი, რამე დავლიოთ, ვჭამოთ და ვითამაშოთო. ჭამა არ მინდა, ნამცხვარი და ჩაი მომიტანე, თუ არ შეგაწუხებ-მეთქი.
მომიტანა. მივირთვი, მადლობა გადავუხადე და გავფრინდი. თან ისევ ვფიქრობდი: (როგორც ხედავთ ფიქრებს აყოლილი პეპელა ვარ) ,,სახლი მინდა. მართალია მაქვს დიდი ბინა, მაგრამ მინდა უკეთესი ვიყიდო ან ავაშენო.”
ვიფიქრე და... ,,არა, აშენება სჯობს.”
მეორე დღესვე შევუდექი შენებას. დავწენი რკინები და წამოვჭიმე სახლი, (რკინებში ჩვენ პეპლები წიწვებს ვგულისხმობთ, წიწვები ხომ რკინასავით მაგარია) ყვავილებით მოვრთე და ცოტა ხანში უკვე ლამაზი სახლი მქონდა. ახლა საჭიროა აქსესუარები ვიყიდო: ხალიჩები, სკამები, მაგიდა... უი, ხო, მაგიდა უკვე ვიშოვე, თეას აქვს სულ ერთი ყვავილის ფასად. ჰოდა მეც ვიპოვი ერთ ლამაზ ყვავილს და ვიყიდი მაგიდას.
ბარბივით ვიცხოვრებ!
ამდენი უბედურებისა და ცუდი ამბების გადატანის შემდეგ, არ ვიმსახურებ ბედნიერად ცხოვრებას? ბედნიერება, ჯანმრთელობა და სიხარული, ხომ ყველას უნდა და სჭირდება?!
IVგ კლასის მოსწავლე რუსუდან ჯანჯალაშვილი

''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
პეპელა
გამარჯობა!
მე პეპელა ნინა ვარ. მე ვარ მხიარული, ცისარტყელას მსგავსი ფერები მაქვს. მე მინდა ჩემი ამბები გიამბოთ.
ერთხელ ჩემს მეგობარ პეპელა მიას ვესტუმრე. ყავა დავლიეთ და ვისაუბრეთ. დავემშვიდობე, წამოვედი და ვფიქრობ: ნეტა თუ შევძლებ იმ ლამაზი ხალიჩის ყიდვას, მიამ, რომ მითხრა, სულ რაღაც 1700 ფოთოლი ღირსო? სად ვიშოვო ამდენი ფოთოლი?
ნუ იცინით!! თქვენ, რომ ყველაფერში ფულს, თუ რაღაც უბედურებას იხდით, იმ რაღაცის მაგივრად ჩვენ ფოთოლი გვაქვს.
მივფარფატებ ჩემს ფიქრებში გართული და რას ვხედავ: საზიზღარ ობობას ჩემსკენ აუღია გეზი და აბლაბუდაც გაუბამს, რომელშიც ჩემი წინდაუხედაობით გავები კიდეც.
შემჭამდა, თუ ღმერთმა იცის, რას მიპირებდა, რომ არა ერთი გოგო, რომელსაც რუსუდანი ერქვა. მან ობობას კეტი ჩასცხო თავში და გამათავისუფლა.
მინდა გითხრა, რუსო! საიდუმლოდ გეტყვი: მე ჯადოსნური პეპელა ვარ, ფერებს ვიცვლი... მე ის პეპელა ვარ, შენ რომ გადაარჩინე, მაშინ თეთრი ვიყავი, შავი კოპლებით...
ახლა ძალიან მეჩქარება, ხალიჩა ვიყიდე თუ არა და ჩემს დანარჩენ ისტორიებს მერე მოგიყვებით.
ნახვამდის!!!
IVგ კლასის მოსწავლე ნინო გონგლაძე

//////////////////////////////,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,////////////////





ჭიამაია

მე ვარ პატარა ჭიამაია! ყველას ვუყვარვარ. მე ექვსი ფეხი მაქვს, წითელი ფერის ვარ და შავი კოპლებიანი კაბა მაცვია. ჩემი ფრენით, სილამაზითა და სიცოცხლით ვახარებ და ვალამაზებ ტყეს, მინდორს და მთელ ქვეყანას.
მე პეპელაზე დიდხანს ვცოცხლობ. ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ამბობენ, რამდენი შავი რგოლიც აქვთ, იმდენი წლის არიანო. ნეტა მართალია?
ჩვენ ჭიამაიებს ხშირად გვიჭერენ და გვეკითხებიან: დარია თუ ავდარიაო...
ზოგჯერ დაგვიჭერენ და ნახვრეტებიან ყუთში გვსვამენ, მაგრამ იქ ძალიან გვიჭირს და დიდხანს ვერ ვცოცხლობთ, იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდ გარემოს ვართ მიჩვეულნი.
მე ძალიან მომწონს ჩემი თავი. ისე, ყველას მოსწონს თავისი თავი.

IVდ კლასის მოსწავლე ანასტასია ჩიხლაძე






....................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,..........................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,







ობობა
მე ვარ ობობა. ვცხოვრობ ტყეში და ქსელებს ვაბამ იმათთვის, ვინც მებრძვის და ჩემი მტერია. კიდევ ქსელებში ჩემს საკვებსაც ვინახავ.
ადამიანები მკლავენ. ალბათ იმიტომ, რომ ლამაზ მწერებს ვჭამ. თუ ადამიანების სახლში მოვხვდი, კედლებზე დავდივარ და ხანდახან ჭერზე პატარა ქსელებს ვქსოვ, შემდეგ კვერცხებსაც ვდებ და შვილებს ვჩეკავ. რასაც ქსელში შევიტყუებ ყველაფერს მივირთმევ.
ყველაზე დიდ ქსელს მაღალ ხეზე ვაკეთებ.
მე მინდა არამავნე და ლამაზი მწერები არ შევჭამო, მაგრამ... ასეთი მწერი გავჩნდი...
IVგ კლასის მოსწავლე სანდრო ნონიკაშვილი






- - - - - - - -- - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - --







ობობა







მე საზიზღარი და ბოროტი ობობა ვარ. არავის არ ვუყვარვარ. ამიტომ მეც ყველა მძულს, ყველას ვკლავ და სისხლს ვწოვ. მე ქსელის გაბმაც შემიძლია, ვაბამ ხეებზე, ვიჭერ სხვა მწერებს და ამით ვიკვებები. როცა მშია, ჩემი მეგობრების შეჭმაც კი შემიძლია.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ სულ მძინავს, მაგრამ ეს ასე არ არის. არც ქსელზე მძინავს და არც კედელზე. ხის პატარა ფუღუროში ან მიწაში ვიკეთებ ჩემი ქსელისგან საწოლს, იმაში ვწვები და ვიძინებ. ასე, რომ მეც ადამიანივით ვარ. იგივეს ვაკეთებ რასაც ადამიანი, ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც ადამიანი. მასაც ხომ აქვს საწოლი და ხომ იძინებს?
მინდა ადამიანი ვიყო!... დავივიწყებდი ბოროტებას. ბედნიერად და მშვიდად ვიცხოვრებდი.
რა ტკბილი ოცნებაა?!
სინამდვილე კი სხვაგვარია. რა ვქნა, ასეა.
...მაგრამ, მაინც მჯერა, რომ როცა მოვკვდები, ჩემი სული, რომელიმე კეთილ ადამიანში გადასახლდება.






IVგ კლასის მოსწავლე ირაკლი თოდუა
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::












მერხი
"მე ერთი ხე ვარ ტყეში. ძალიან მინდა ახლა ბავშვებთან ერთად სკოლაში ვიყო.
ნეტავ ეს სურვილი ამისრულდება?
ვაიმე! რა ხდება?
რას მიშვრებიან? მჭრიან... გული!!!!....
გავიღვიძე!
ეს რა არის? რა ლამაზი კაბა მაცვია? ეს 2×7 რას ნიშნავს?
უი, ეს ხომ მათემატიკაა.. ეს სიტყვა იცით საიდან ვიცი? მე ხეების სკოლაში დავდიოდი!?..”
(გავიდა რამდენიმე დღე. იგივე მერხი)
,,მომბეზრდა ასეთი სიცოცხლე, დავიღალე, სულ ნახატები, ნახატები. აი, რა საცოდავი ვარ!! აქეთ-იქეთ მაგდებენ. რა დავაშავე ღმერთო? აღარ მინდა აქ ყოფნა..
ტყეში მინდააა!!!
ახლა სახელოსნოში მივყავარ ხელოსანს, უნდა შემღებონ. პირზე საღებავსაც გადამასხამენ და ერთი-ორი დღე ვეღარც ვილაპარაკებ!!!”

IV-გ კლასის მოსწავლე ნინო გონგლაძე

= == = = = = = = == = = = = = = = = = = == = = = = = = = = == = = = = = =
მერხი
საცოდავი ძველი მერხი ვარ।ერთ ძველ სკოლაში ვცხოვრობ। აქ არავინ დარდობს ჩემზე। ყველა მთხვრის, მიბრახუნებენ, აქეთ-იქეთ დამათრევენ.
ნეტავ, რამე დავაშავეთ მე და ჩემმა წინაპრებმა ასე, რომ გვექცევიან ადამიანები?
ნეტავი რას ფიქრობენ ბავშვები, როცა მჯღაბნიან? იმის მაგივრად, რომ მასწავლებელს უსმინონ, კალმით მხატავენ..
მე ორი სურვილი მაქვს:
პირველი ისაა, რომ კალმით ნახატები მომაშალონ და ღია ფერის საღებავი გადამისვან. მეორე სურვილია, რომ ისეთ სკოლაში გადავიდე საცხოვრებლად, სადაც არავინ დამთხვრის და გამაფუჭებს.
იმედია, ეს ორი სურვილი როდესმე შემისრულდება!
IV-გ კლასის მოსწავლე გიორგი თხელიძე

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,, , , , , , , , , , , , , , , ,

მერხი
ალბათ, ყველა ბავშვს თავისებურად უყვარს თავისი მერხი. არც მე ვარ გამონაკლისი. მეც ჩემებურად მიყვარს ჩემი მერხი.
სკოლაში. რომ მივდივარ, უკვე გზაში ვნერვიულობ, ვინმე ონავარმა ჩემი მერხი არ დაიკავოს და, თუ მაინც მოხდა ასე, მაშინ დალი მასწავლებელს ვეხვეწები, რომ ისევ ჩემს მერხზე დამსვას, რადგან, მაშინ უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.
მე და ჩემი მერხი ერთმანეთის კარგი მეგობრები ვართ. ასე მგონია, რომ ჩემი ყველაფერი ესმის და ყველაფერს გრძნობს. გრძნობს, როდის ვიცი გაკვეთილი ძალიან კარგად და როდის არ ვიცი, როდის არ მინდა, რომ მასწავლებელმა გამომიძახოს და როდის მინდა.. ერთი სიტყვით, ჩემი უსიტყვოდ ესმის. თუმცა ლაპარაკი არ იცის, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობას ხელს არ უშლის.

IV-გ კლასის მოსწავლე მარიამ ჭანკვეტაძე
........... .................. ......................... ....................... ...........................
მერხი
მერხი ვარ! მაგრამ რატომ მაკეთებენ ადამიანები ვერ გავიგე. მაინც სულ მჯღაბნიან და მსვრიან. არც არავინ ფიქრობს იმაზე, ცოცხალი ვარ თუ არა. ისე სკოლაში მასწავლებელი ასე ასწავლის, თითქოსდა უსულო ვიყო. ასე ალბათ იმიტომ თვლიან, რომ მე მხოლოდ ფიქრი შემიძლია და არ ვლაპარაკობ. ახლა ვარ 63-ე საჯარო სკოლის ბოლო სართულზე, სადაც დილით სულ მაბრაზებენ, მჯღაბნიან.. ჩემს ტანზე სულ მაგალითებს წერენ. ასეთი განტოლებაც კი მაწერია X×5-5=20 გამახსენდა VIკლასია. მათთან სულ პრობლემები მაქვს... შემდეგ IVკლასი მოდის და არც იმათგან მაკლია ჯღაბნა და დასვენებებზე გვერდებში ბრახუნი. თან სულ ხმაურობენ. ერთი წუთით ვერ ისვენებენ.
IV-გ კლასის მოსწავლე გიორგი ბარნაბიშვილი

;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
მერხი
გამარჯობა! მე მერხი ვარ. როგორ ხართ? მე ძალიან კარგად ვარ და იცით რატომ? ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. ბავშვებმაც იციან, რომ მიყვარს ისინი და არ მჯღაბნიან, არც მანგრევენ. არც მაფუჭებენ.. მიხარია, რომ ვეხმარები მათ, ვიჭერ მათ წიგნებს და რვეულებს. და იცით ეს რა კარგია? ესე იგი რაღაცას წარმოადგენ, სიკეთე მოგაქვს. ხან ვისი მერხი ვარ, ხან ვისი.. ჩემი მეგობრები სულ წუწუნებენ, ამბობენ _ რა ცუდი ბავშვები არიან ამ კლასში, სულ გვჯღაბნიან და გვანჯღრევენ, წიგნებს და რვეულებს თავზე გვადებენ და გვცემენ. დავიღალეთ. აღარ გვინდა მერხობა, ადამიანები გვინდა ვიყოთო.
მე ბედნიერი ვარ, რომ მერხი ვარ.
ერთხელ დამესიზმრა, ადამიანი ვიყავი. არ მომეწონა. არა, მომეწონა, მაგრამ მერხობა მირჩევნია. თან მე სულ სკოლაში ვარ და ბავშვებს სწავლაში ვეხმარები. მაინც, რა კარგია, რომ მერხად გავჩნდი?!
გუშინ იცით, რა შემემთხვა? ჩემმა მარიამმა ხელი დამკრა. მგონი გაბრაზებული იყო. მეტკინა და თანაც მეწყინა, მაგრამ არ ვიყვირე, არაფერი ვთქვი. თუმცა მერე გამახსენდა, მე ხომ ლაპარაკი მაინც არ შემიძლია!
ეს მე ვარ, რუსო! ეს ყველაფერი ჩემი წარმოდგენებია მერხის შესახებ.
ეჰ! ნეტავ ასე იყოს ყველაფერი, როგორც დავწერე.!
ნეტავ, ყველგან, ყველა სკოლაში, ყველა კლასი მუდამ დალაგებული იყოს და არც მერხები იყოს დაჯღაბნილი და დანჯღრეული.
IVგ კლასის მოსწავლე რუსუდან ჯანჯალაშვილი

Комментариев нет: